ხელშეკრულება

(შრომის უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის შესახებ)

წინამდებარე მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში ტექსტში ,,ხელშეკრულება“) დადებულია 2019 წლის [რეგისტრაციის თარიღი] , ქ. თბილისში: ერთი მხრივ, [კომპანიის დასახელება] (ს/კ [კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი]; იურიდიული მისამართით: ქ. თბილისი, [კომპანიის იურიდიული მისამართი]), წარმოდგენილი მისი დირექტორის, ბ-ნი [კომპანიის დირექტორი] (პირადი №[დირექტორის პირადი ნომერი]) სახით, (შემდგომში ტექსტში “დამკვეთი”)

და

მეორე მხრივ, შპს. „გლობალ სეიფთი“ (ს/კ 405342142; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი,ილია ჭავჭავაძისგამზირი, N 11), წარმოდგენილი მისი დირექტორის, ბ-ნი რატი ცქიტიშვილის (პირადი № 01036001981) სახით, (შემდგომში ტექსტში“კონსულტანტი”), შორის, შემდეგი პირობებით:

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ,,კონსულტანტი“, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით, მომსახურებას გაუწევს ,,დამკვეთს“, სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების სისტემის შემუშავებასთან, დანერგვასთან და მართვასთან დაკავშირებით (შემდგომში ტექსტში ,,მომსახურება“).

1.2. ,,მომსახურება“ განხორციელდება ,,დამკვეთის“ კუთვნილ საწარმოო ობიექტზე, რომელიც მდებარეობს: [კომპანიის ფაქტობრივი მისამართი] (ტექსტში შემდგომში ,,საწარმოო ობიექტი“).

2. ,,კონსულტანტის“ ვალდებულებები

2.1. ,,კონსულტანტი“ ვალდებულია:

2.1.1. მოახდინოს ,,საწარმოო ობიექტზე“ შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა/ინსპექტირება, არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათ გამოსასწორებლად საჭირო შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნულის თაობაზე შეადგინოს შესაბამისი ანგარიში;

2.1.2. მოახდინოს საფრთხის იდენტიფიცირება და რისკის შეფასება. უზრუნველყოს რისკის შეფასების და მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავება;

2.1.3. უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის გაწერა;

2.1.4. ყოველკვარტალურად უზრუნველყოს ,,დამკვეთის“ თანამშრომლების სწავლება (ტრენინგი) შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ,,დამკვეთის“ საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით;

2.1.5. მიავლინოს აკრედიტებული წარმომადგენელი/თანამშრომელი ,,დამკვეთის“ საწარმოო ობიექტზე, რომელიც იმოქმედებს ,,კონსულტანტის“ სახელით და უშუალოდ იქნება ჩართული მომსახურების გაწევის პროცესში;

2.1.6. განახორციელოს შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის გეგმური მონიტორინგი.

3. ,,დამკვეთის“ ვალდებულებები

3.1. ,,დამკვეთი“ ვალდებულია:

3.1.1. დროულად აცნობოს ,,კონსულტანტს“ მომსახურების გაწევის გრაფიკის შესახებ;

3.1.2. დროულად და სრულად მიაწოდოს ,,კონსულტანტს“ ,,მოსახურების“ გაწევის მიზნით საჭირო ყველა დოკუმენტი, მასალა, ინფორმაცია;

3.1.3. მიაწოდოს ,,კონსულტანტს“ ინფორმაცია იმ ფაქტორების/რისკების თაობაზე, რაც გავლენას ახდენს ან რამაც პოტენციურად შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაზე, თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

3.1.4. შრომის უსაფრთხოების საზედამხედველო ორგანოს მხრიდან ჯარიმის დაკისრებისას, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ,,კონსულტანტს“;

3.1.5. მოახდინოს ანგარიშსწორება ,,კონსულტანტთან“ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. წინამდებარე ,,ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

4.2. ,,მომსახურების“ ღირებულების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ,,კონსულტანტი’’ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.1%-ის ოდენობით.

4.3. ,,კონსულტანტი’’ პასუხისმგებელია იმ ჯარიმებზე, რომელიც ,,კონსულტანტის’’ მიზეზით, კონსულტაციის გაუწევლობის ან არასწორი კონსულტაციის გამო, დაეკისრება ,,დამკვეთს“ შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოების მხრიდან.

4.4. ,,კონსულტანტი’’ თავისუფლდება წინამდებარე ,,ხელშეკრულების“ 4.3. პუნქტში მითითებული პასუხისმგებლობისგან, თუ:

4.4.1. ადგილი ჰქონდა ,,დამკვეთის“ მხრიდან ,,კონსულტანტისათვის’’ არსებითად არასწორი, არაზუსტი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებას, რამაც გავლენა იქონია ,,მომსახურების“ გაწევაზე ან შედეგებზე;

4.4.2. ,,მომსახურების“ გაწევის პერიოდში ,,დამკვეთის“ მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული ,,კონსულტანტის’’ წერილობითი რეკომენდაცია, რჩევები, მითითებები.

4.4.3. ჯარიმა ან/და სხვა სახის ზიანი გამოწვეულია ,,დამკვეთის“ მიზეზით, მისი თანამშრომლების შეცდომით ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;

4.4.4 ჯარიმა ან/და სხვა სახის ზიანი გამოწვეულია ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და სხვა შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, ,,ხელშეკრულების“ დადების შემდგომ შეტანილი ცვლილებით/დამატებით;

4.5. ზედამხედველი ორგანოს მიერ სამუშაო პროცესის შეჩერებისას, ,,კონსულტანტი“ პასუხს არ აგებს ,,დამკვეთის“ მიუღებელ ფინანსურ შემოსავალზე/მოგებაზე და ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც ,,დამკვეთს“ შეიძლება მიადგეს მესამე მხარეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულების აღნიშნულ პერიოდში შეუსრულებლობით.

5. ,,ხელშეკრულების“ მოქმედები ვადა და მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა

5.1. წინამდებარე “ხელშეკრულება” ძალაში შედის 2019 წლის [რეგისტრაციის თარიღი] და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 (ერთი) წლით, [ერთი წელი რეგისტრაციიდან] მდე (ჩათვლით) ვადით.

5.2. ორივე მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ,,ხელშეკრულება“ მეორე მხარისთვის წინასწარ, 1 (ერთი) თვით ადრე წერილობითი სახით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.

5.3. მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ,,ხელშეკრულება“ დაუყოვნებლივ, თუ მეორე მხარე არ ასრულებს ,,ხელშეკრულებით“ ნაკისრ ვალდებულებებს და წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში არ გამოასწორებს მდგომარეობას.

6. ანგარიშსწორება და მისი პირობები

6.1. ,,მომსახურების“ სრული ღირებულება განისაზღვრება [თანხა შეთანხმებული იქნება უშუალოდ ხელშეკრულების დადებისას] ლარით, დღგ-ს ჩათვლით.

6.2. ,,მომსახურების“ ღირებულების პირველი ტრანშის, მთლიანი თანხის —%-ის ოდენობით, გადახდა მოხდება წინასწარ, მხარეთა მიერ წინამდებარე ,,ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. შემდგომი გადახდები განხორციელდება ყოველთვიურად, მიმდინარე თვის 05 რიცხვამდე პერიოდში.

6.3. მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ,,კონსულტანტის“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

6.4. საბანკო მომსახურების ხარჯები, ასევე საკომისიოები და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ეკისრება ,,დამკვეთს“.

7. ფორს-მაჟორი

7.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან წინამდებარე “ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული შეუსრულებლობის გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორით.

7.2. ფორს-მაჟორის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე “ხელშეკრულების” გაფორმების მომენტისათვის და რომელთა დადგომა და ზემოქმედება სცდება მხარეთა კონტროლს, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, აფეთქებები, ხანძარი, ავარია, ომი და საომარი მოქმედებები, ბლოკადა, გაფიცვები, საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა გარემოებები.

7.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ,,ხელშეკრულების“ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ამგვარი გარემოებების არსებობის შესახებ. შეტყობინებაში მითითებული ფაქტები შემდგომში სათანადოდ უნდა დასტურდებოდეს.

8. კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება

8.1. ,,მხარეები“ ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მათთვის გახდა ცნობილი. კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისათვის დასაშვებია მხოლოდ მეორე მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ,,მხარეთა“ აღნიშნული ვალდებულება ძალაში რჩება ,,ხელშეკრულების“ შეწყვეტის ან ვადის გასვლის შემდგომაც.

9. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

9.1. წინამდებარე “ხელშეკრულება” რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

9.2. წინამდებარე “ხელშეკრულების” საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ამგვარი დავა ან უთანხმოება განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს.

10. დამატებითი დებულებები

10.1. წინამდებარე “ხელშეკრულება” მოიცავს მხარეთა შორის სრულ შეთანხმებას მის საგანთან მიმართებაში და იგი ცვლის და აუქმებს მხარეთა შორის ნებისმიერ მანამდე არსებულ წერილობით თუ ზეპირ მსჯელობას, შეთანხმებასა თუ შეთავაზებას.

10.2. ,,ხელშეკრულებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმებით.

10.3. ,,ხელშეკრულებაში“ შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ,,ხელშეკრულების“ დანართს და მის განუყოფელ ნაწილს.

10.4. ,,ხელშეკრულება“ შედგენილია ქართულ ენაზე ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა თითოეულ მხარეს.