ჩვენ შესახებ

კომპანია “გლობალ სეიფთი” გახლავთ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია. კომპანია დაარსდა 2019 წელს. მისი საქმიანბის სფერო მოიცავს შრომითი უსაფრთხოების კანონით გათვალისინებულ უსაფრთხო სამუშაო გგარემოს შექმნას დასაქმებულთათვის. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია კარგად ორგანიზებული, მდიდარი პასუხისმგებლობის უნარების მქონე სპეციალისტებით, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ დაგროვილი საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შედეგად.

ჩვენი მისია

ჩვენი მიზანია სხვადასხვა სახის კომპანიებში, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დანერგვა და მათი მონიტორინგი, რათა ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას. გამოვავლინოთ არსებული საფრთხეები და შევძლოთ მათი აღმოფხვრა ან მინიმუმამდე დაყვანა. მომუშავე პერსონალის უშუალო სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორად დავგეგმოთ და შევძლოთ ცნობიერების ამაღლება. შევიმუშავოთ და დავნერგოთ კომპანიებსა და კონკრეტულ ბიზნეს მოდელებზე მორგებული უსაფრთხოების მართვის სისტემა და დოკუმენტაცია.